მიწოდებისა და დაბრუნების პოლიტიკა

რას ყიდულობთ

Puki Premium — ერთჯერადი ციფრული შესყიდვა 12 ₾ (GEL). ხსნის ყველა ასოს, გაფერადებას, წერის სავარჯიშოებს და მინი-თამაშებს. გამოწერა/ავტომატური განახლება არ არსებობს.

მიწოდება

პროდუქტი ციფრულია — ფიზიკური მიწოდება არ ხდება. წარმატებული გადახდის დადასტურებისთანავე Premium ავტომატურად ირთვება (ჩვეულებრივ წამებში, მაქსიმუმ 30 წუთში). თუ ანგარიშში ხართ შესული, Premium ხელმისაწვდომია ყველა მოწყობილობაზე იმავე ელფოსტით შესვლისას.

დაბრუნება

• თუ თანხა ჩამოგეჭრათ, მაგრამ Premium არ გაიხსნა — სრულად დაგიბრუნდებათ. • თუ ორჯერ გადაიხადეთ — დამატებითი გადახდა სრულად ბრუნდება. • ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ 7 დღეში, შესყიდვა ბრუნდება. მოთხოვნა უნდა გამოგზავნოთ შესყიდვიდან 14 დღეში ელფოსტაზე info@puki.ge — მიუთითეთ გადახდის თარიღი, თანხა და ელფოსტა/შეკვეთის ნომერი. თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე 14 დღის განმავლობაში.

როდის არ ბრუნდება

თუ Premium წარმატებით გაიხსნა და კონტენტით სარგებლობთ, გადაწყვეტილების შეცვლის გამო თანხა შესაძლოა არ დაბრუნდეს — თუმცა ყოველ შემთხვევას ინდივიდუალურად განვიხილავთ.

აპლიკაციაში შეძენა

App Store-ში ან Google Play-ში განხორციელებულ შესყიდვებს მართავს Apple/Google — დაბრუნება უნდა მოითხოვოთ პირდაპირ მათი მაღაზიის მეშვეობით.

იურიდიული მისამართი

ჩიქობავას 31 ნომერი საიდენტიფიკაციო კოდი: 01605047689

მთავარზე